ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად!
კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარმოადგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 25 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის 17:00 საათის ჩათვლით. განაცხადის შევსება განხორციელდება ელექტრონულად. დოკუმენტაცია კონკურსანტმა უნდა გამოგზავნოს შემდეგ მეილზე: stiphumanities@tsu.ge
კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა მეილზე ერთ შეტყობინებად უნდა გამოგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადების ფორმა (გამოგზავნეთ ვორდის ფაილი);
2. პირადობის მოწმობის ასლი (pdf ფილი);
3. ოფიციალური საბანკო რეკვიზიტები (pdf ფილი);
4. შესაბამისი აქტივობების დამდასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში) (pdf ფაილი, შესაბამისად 1 დოკუმენტი 1 ფაილი);
5. სოციალურად მოწყვლად ჯგუფში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში).
პირველადი შედეგების პროექტი გამოქვეყნდება ა.წ. 2 დეკემბერს (პირის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება წინასწარ მონიჭებული კოდის მიხედვით, რომელსაც მიიღებთ მეილზე განაცხადის გამოგზავნიდან 24 საათის განმავლობაში).
აპელაციის შემოტანა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად 3 დეკემბერს 13:00 საათამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: stiphumanities@tsu.ge
- კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრების სტუდენტები!
- დაგვიანებული განაცხადი არ მიიღება!
- პირადობის მოწმობისა და საბანკო ამონაწერის გარეშე განაცხადი არ მიიღება!
იხილეთ სტიპენდიის მინიჭების წესი;
ბრძანება სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.